გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა
• ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს, მონაწილეობის და ორივე სქესის გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე. გენდერული თანასწორობა არ უნდა გავიგოთ როგორც გენდერული მრავალფეროვნების, არამედ პირიქით, როგორც გენდერული უთანასწორობის საწინააღმდეგო. ის მიზნად ისახავს ქალების და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებას. ისევე როგორც ადამიანის უფლებებისათვის, გენდერული თანასწორობისათვისაც საჭიროა მუდმივი ბრძოლა, დაცვა და მხარდაჭერა.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
• გულისხმობს ქალის და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილოებას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია.
Source: Internet publication
• ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით - დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი, მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. ხომერიკი ლელა. გენდერი და პოლიტიკა : ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ხომერიკი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 48გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - ISBN 99940-872-5-8 : [ფ.ა.]</div>
See also: <<გენდერი>>
Source: ხომერიკი ლელა. გენდერი და პოლიტიკა : ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ხომერიკი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 48გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - ISBN 99940-872-5-8 : [ფ.ა.]
• კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ მოქმედებს გენდერული როლების მიერ წამოყენებული შეზღუდვები; ქალთა და მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და სურვილები სრულიად თანასწორად განიხილება.
Source: გენდერული თანასწორობის საკითხები: ევროპული გამოცდილება და ქართული რეალობა, / [რედაქტორები: მაია ბრანკა; მილენა მითაგვარია;] - თბ., 2005 : „ქალთა პოლიგრაფიულ სერვისი”
• თანასწორობა კანონის წინაშე, შესაძლებლობათა თანასწორობა, რომელიც მოიცავს ადამიანური კაპიტალისა და წარმოების სხვა რესურსების თანასწორ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე, თანასწორობას შრომოს ანაზრაურებაში და ინტერესების გამოხატვის და გადაწყვეტილების მიღების თანასწორობას.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "გენდერული თანასწორობა" в других словарях:

  • გენდერული რედაქტირება — ნებისმიერი ახალი პოლიტიკის, მეთოდების, სტრატეგიების შეფასება, რათა დამოწმდეს, რომ ამ პოლოტიკაში დაცულია გენდერული თანასწორობა და მას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე პოტენციური დისკრიმინაციის შედეგები. Source: გენდერული თანასწორობის საკითხები: ევროპული… …   Georgian encyclopedia

  • ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა — ევროსაბჭომ მიუთითა, რომ „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი არის ადამიანის უფლებების ფუნდამენტური და უნივერსალური პრინციპი“. ეს ნიშნავს, რომ ევროსაბჭოს არც ერთ წევრ ქვეყანას არა აქვს უფლება უარი თქვას ამ კანონის აღიარებაზე, განსხვავებულ… …   Georgian encyclopedia

  • გენდერი — • ტერმინი „გენდერი” აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს რომელიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. ამდენად გენდერული როლები დამოკიდებულია კონკრეტულ სოციო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ კონტექსტზე და… …   Georgian encyclopedia

  • რეზისტენტული მიმართულების ფემინისტები — (რადიკალები, ლესბოსელები, ფსიქოანალიტიკოსები და სხვ. ქალის მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და აკრიტიკებენ იმ ფაქტს, რომ ქალის გამოცდილება არ არის წარმოჩენილი განათლებისა და კულტურის წარმოების სფეროებში …   Georgian encyclopedia

  • ბოვუარი სიმონ დე — (1908 1986) ფრანგი მწერალი, ეგზისტენციალიზმის თეორეტიკოსი, პედაგოგი, გონკურის პრემიის ლაურეატი, რადიკალური ფემინიზმის ფუძემდებელი. მისი წვლილი ფასდაუდებელია ქალთა ემანსიპაციის გზაზე. დე ბოუარის აზრით, ქალობა ნიშნავს არა იმდენად ბიოლოგიური… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»